ვივა ჯგუფი — სასკოლო პროექტების მხარდამჭერი
ზუგდიდში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამართა ღონისძიება, სადაც სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თავიანთი პროექტები სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებლად და მათ უზრუნველსაყოფად ბიზნეს სექტორისგან მიიღონ დაფინანსება.
ვივა ჯგუფი ფორუმის აქტიური მხარდამჭერია. ღონისძიებას ესწრებოდა პროექტების მენეჯერი — ლაშა გვაჯაია, რომელმაც კომპანიის ხედვებსა და მიზნებზე ისაუბრა.
ღონისძიების მსვლელობისას სხვა კომპანიებთან ერთად, სასკოლო პროექტების დაფინანსებისთვის დაჯილდოვდა სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ვივა დეველოპმენტი.
კომპანიისთვის რეგიონების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ვივა დეველოპმენტის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი — ზუგდიდში.
წყარო: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა