en

ვივა დეველოპმენტისა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვივა დეველოპმენტის პროექტში, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს,  კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 პირს  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

ღონისძიება დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გაიმართა, სადაც აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

ვივა დეველოპმენტისა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 54 ბინა 27 მოსახლეს უკვე გადაეცა სექტემბერში, ვივა დეველოპმენტის ერთ-ერთ დასრულებულ პროექტში. 

დაზარალებულებს აღნიშნულ ობიექტზე ჯამში 9160 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.