en
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

ქArtული წინანდალი არის 2017 წლის მოსავალის - მოყვანილია მიკროზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ერთი მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის ვაკეს. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მ სიმაღლის ფარგლებში. ღვინო „წინანდლის“ წარმოების სანედლეულო ბაზა მოიცავს შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, გულგულა, იყალთო, რუისპირი. ღვინო „წინანდლის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10,5%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია არაუმეტეს 3 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა 5,5-7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა არაუმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არანაკლებ 16 გ/დმ³, გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია არაუმეტეს 210 მგ/დმ³, თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია არაუმეტეს 30 მგ/დმ³.

  • 12%
  • კახეთი
  • თევზი, ყველი

Similar Wines

ცოლიკაური

ცოლიკაური

თეთრი

რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი, მშრალი