ვივა დიღმის პროექტში სამუშაოები აქტიურად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
მიუხედავად 2020 წელს არსებული ყველა სირთულისა ჩვენი პროექტი "ვივა დიღომი", შესულია ფინალურ ფაზაში და გეგმა-გრაფიკის მიხედვით დასრულდება. 2021 წლის პრიველი კვარტლის ბოლოს დაიწყება ბინების ჩაბარების პროცესი და მოსახლეობის შესახლება. 2020 წლის ბოლოსათვის ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული საერთო ინვესტიციის მოცულობა ამ პროექტში სეადგენს 20 მილიონზე მეტს.
A ბლოკი სტატუსი
დასრულდა:
- სახურავის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები;
- ფასადის კედლების ლესვითი სამუშაოები;
- მიმდინარეობს:
- ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლებიც დასრულდება თვის ბოლოს;
- კომერციული სართულისა და მიწისქვეშა პარკინგის კეთილმოწყობის სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
- სადარბაზოების კედლების, იატაკისa და კიბის უჯრედების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
- წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გარე ქსელთან მიერთების სამუშაოები;
B ბლოკი სტატუსი
- ჩაისხა სახურავის რკინა-ბეტონის ფილა და ამით დასრულდა მონოლითური/ბეტონის სამშენებლო ძირითადი სამუშაოები;
- მიმდინარეობს:
- ფასადის კედლების მოწყობის სამუშაოები აგურით;
- ბინების გამყოფი კედლების მოწოყობის სარემონტო სამუშაოები ბლოკით;
- ფასადზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი;
- აივნებზე მეტალის მოაჯირების მონტაჟი;