en

ჩვენმა ჯგუფმა ჯანდაცვას ვენტილატორების მიწოდა

ჩვენი კომპანიების ჯგუფი ვივა, მონაწილეობდა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროექტში (COVID19) და ამ ვირუსთან საბრძოლველად საჭირო პროდუქტებით ამარაგებდა ჯანდაცვის სისტემას მისი გამოვლენის პირველივე დღიდან.

2020 წლის მარტში ჩვენმა კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ჯანდაცვის სამინისტროსთვის რამდენიმე ათეული ვენტილატორის მიწოდებაზე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში დამონტაჟებაზე. ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორის ჰამილტონ მედიქალის (შვეიცარია) მიერ წარმოებული ვენტილატორები, რომელთანაც ჩვენი ჯგუფი მუშაობს 2015 წლიდან.

დიდი რაოდენობით შეკვეთის და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით ვენტილატორებზე დიდი მოთხოვნილების გამო, მიწოდება, მონტაჟი და ტრენინგი ჩატარდა 3 ეტაპად. 2020 წლის ოქტომბერში პროექტის ყველა ეტაპი წარმატებით დასრულდა.