en

დიღომი როქველში სამუშაოების პრიველი ფაზა დასრულებულია

2020 წლის მეოთხე კვარტალში ჩვენმა კომპანიამ მომზადებისა და დაგეგმვის, ასევე პროექტის შესწავის ხანგრძლივი პროცესი დაასრულა. აიღო შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან ნებართვები და გადავიდა პროექტის განხორციელების აქტიურ ფაზაში.

2021 წლის იანვრის ბოლოსათვის დასრულებულია პირველი ფაზის სამუშაოები გეგმაზე 1 თვით ადრე. რაც მოიცავდა მიწის მომზადების. მისი გასწორების და კატლავანის ამოღების სამუშაოებს. ასევე მოხდა საძირკვლის დამუშავება და ბეტონის ჩასხმა. 2021 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, სამუშაოები მშენებლობის პირველ სართულზე ამოსაყვანად დასრულებულია.

დიღომი როქველი არის ვივა დეველოპმენტის ახალი პროექტი რომელიც მოიცავს 4 დამოუკიდებ პროექტს და სრულად არის 200 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და 30 000 კვადრატი ბიზნეს სივრცე. პროექტის პირველი კომპლექსის დასრულება მოხდება 2022 წელს. ხოლო სრულად 2025 წლისათვის. ჯამურად ვივა დეველოპმენტი ამ პროექტში 45 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.