en

იპოვე შენი მომავალი

"აირჩიე საქმე რომელიც გიყვარს, და შენ ერთი დღეც არ მოგიწევს მუშაობა" - კონფუცი

ჩვენ ვივაში ვცდილობთ ვაქციოთ სამუშაო გარემო სწორედ ასეთი საყვარელი ადგილი.

მიმდინარე ვაკანტური პოზიციები

მიმდინარე სტაჟირებები

ხშირად დასმული კითხვები

  • ვის ვეძებთ?

    ჩვენ ვეძებთ ანალიტიკური უნარების მქონდე კანდიდატებს, რომელთაც შეუძლიათ შეაფასონ ნებისმიერი სიტუაცია სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ვაფასებთ ვალდებულებას და ეფექტურობას მოქმედებაში. კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს . ჩვენს მულტინაციონალურ გუნდში ინგლისურ და რუსულ ენათა შესანიშნავი ცოდნა ითვლება უპირატესობად და საჭიროებად. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს ლიდერული უნარები, საკუთარი მრწამსის დაცვა გამბედაობა, ინიციატივის აღების მზადყოფნა და ახალი გამოწვევების წინაშე გახსნილი გონება. ჩვენ ვაფასებთ ურთიერთპატივისცემას, მონდომებას ყველა განხორციელებულ ქმედებაში და იუმორის გრძნობა: გვინდა, რომ ჩვენი საქმე სასიამოვნო ატმოსფეროში გავაკეთოთ.

  • რატომ უნდა იმუშაო ვივაში?

    ჩვენ გვწამს, რომ ჯანმრთელობის დაცვას, წარმოებას და კომპლექსურ სამშენებლო საკითხებს საზღვარი არა აქვს. არც ბრწყინვალება. ასე რომ, ჩვენ მუდმივად ვეძიებით მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ნიჭიერი ინდივიდებს. და ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძია გამოვიყენოთ თავდადებული და ერთგული თანამშრომლები, რომელიც ჩვენს გუნდში მრავალფეროვანია გენდერული, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით.

    ვივას პერსონალი მუშაობს მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, კერძო სექტორთან და სხვა ბიზნეს თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რეგიონის განვითარებად ქვეყნებში, ეხმარება ხალხს ჯანმრთელობის დაცვის ყველა სფეროში, ისევე როგორც ცდილობს მიაწოდოს სასიამოვნო საცხოვრებელი და ბიზნეს გარემო.

  • რა პერსპექტივებს გაძლევს ვივაში მუშაობა?

    ჩვენ ვართ რეგიონალური, მრავალპროფილური კომპანია, რომელიც მუდმივად იზრდება - ჩვენს თანამშრომლებს საშუალებას აძლევს იმუშაონ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და შეხვდნენ და იგრძნონ ათეული ქვეყნის განსხვავებული კულტურა და ბიზნეს გარემო.

    ჩვენ მოტივირებულნი ვართ განვვითარდეთ როგორც მსოფლიო მოთამაშე სამედიცინო, ღვინის წარმოებისა და სამშენებლო ბიზნესის სფეროებში. ჩვენ ყოველთვის ბედნიერი ვართ, როდესაც ჩვენი თანამშრომლები კომპანიასთან ერთად იზრდებიან.

  • ექსპერტები და ცოდინის გაზიარება

    ჩვენი დარგობრივი ექსპერტიზა, ამ თუ იმ სფეროში საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ექსპერტებისთვის. ჩვენ გვყავს სპეციალისტთა გუნდი, რომლებმაც იციან დღევანდელი თანამედროვე ინდუსტრიების საჭიროებები და მათი გადაწყვეტა. ჩვენ ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში, შესანიშნავი შედეგის მისაღწევად. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ნიჭიერ, მოტივირებულ ახალგაზრდა თანამშრომლებს, მაგრამ ასევე კარგად გვესმის ექსპერტების ყოლის აუცილობელობა. ჩვენ გვჭირდება ექსპერტები რათა ვასწავლოთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრებს. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს თანამშრომლებს, რომ გაიზარდონ, ერთად და ხელი-ხელ ჩაჭიდებულებმა გადალახონ პრობლემები.

    ვივა უზრუნველყოფს საჭირო გარემოს ექსპერტიზის გაღრმავებას და 200-ზე მეტ სასწავლო პროგრამას წლის განმავლობაში.

  • განვითარების უნიკალური შესაძლებლობები?!

    თანამშრომლის განვითარების უნიკალური შესაძლებლობების მიცემით, ყველა ეძლევა ზრდის შესაძლებლობა. როგორც წარსულში ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, სწავლების ტრადიციული მეთოდები ყოველთვის არ არის წარმატებული, "ყუთის გარეთ" ფიქრი ჭკვიანური საშუალებაა გუნდის წევრებს უბიძგოს მეტი განვითრებისკენ.

    ჩვენ მიგვაჩნია, რომ გუნდის თითოეული წევრი უნიკალურია და ჩვენ ვცდილობთ თითოეული მათგანისთვის და კარიერული განვითარებისადმი გვქონდეს განსაკუთრებული მიდგომა.

  • გაქვთ შეკითხვა?

    თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, გთხოვთ, მოგვმართოთ ნებისმიერ დროს. მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები, მოსაზრებები ან შენიშვნები და ჩვენ სიხარულით გიპასუხებთ. მზად ვართ მოგაწვდოთ დეტალურ ინფორმაციას ნებისმიერი ღია ვაკანსიის შესახებ, რომელიც გვაქვს ამჟამად. ასევე ჩვენი კორპორატიული მიდგომების შესახებ რომლებიც გაქვს ჩვენს უკვე არსებულ ან მომავალ თანამშრომლებთან მიმართებაში.

     

    შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს საიტზე - HR@vivagroup.ge